воскресенье, 13 марта 2016 г.

მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღეც როგორც  წინა დღეები  საინტერესო და ნაყოფიერი იყო.კიდევ ერთჯერ გადავამოწმე და დავხვეწე ჩემი გეგმა.წარვადგინე პროექტი, მოვისმინე თეთრი და შავი პიარი გამოვაქვეყნე ჩემი პროექტი.სხვებსაც მივეცი რეკომენდაციები და შენიშვნები.ტრენინგი საინტერესო იყო. ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში  უფრო საინტერესო ყოფილა ვიდრე მეგონა.ვურჩევ  მასწავლებლებს გაიარონ ეს ტრენინგი და მიღებული ცოდნა დანერგონ პრაქტიკაში. ვისურვებდი მსგავსი ტრენინგები  უფრო ბევრჯერ გაიმართოს.
გიხდით მადლობას დახმარებისა და სწავლებისათვის.

суббота, 12 марта 2016 г.

მერვე დღე

დღეს ისევ დავხვეწე პროექტის გეგმა.განვიხილე სტრატეგიების განხორციელება,გავინაწილეთ  თეთრი და შავი პიარის  ფუნქციები.კიდევ ერთხელ განვიხილე პროექტის შეფასების ფუნქციები.გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო.მომეწონა ყველაფერი განსაკუთრებით თეთრი და შავი პიარის ფუნქციების განაწილება.

воскресенье, 6 марта 2016 г.

მეშვიდე დღე

დღეს  კიდვ ერთხელ დავხვეწე  ჩემი პროექტის  გეგმა. გავეცანი სხვადასხვა პროექტების ნიმუშებს.გავაანალიზე თვითრეგულირების  ხელშემწყობი ფაქტორები .განვიხილე დიფერენცირებული  სწავლების მეთოდები.გავეცანი  ბლუმის ტაქსონომიასა და გარდნერის  მატრიცას.შევიმუშავე  სსსმ მოსწავლის სასწავლო გეგმა. ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

суббота, 5 марта 2016 г.

მეექვსე დღე

დღეს  გავეცანი შეფასების სტრატეგიებს, განვიხილე ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში. გავწერე შეფასების რეზიუმე,დავიწყე შეფასების რუბრიკების შექმნა-ჯგუფური-თვითშეფასება.გავაკეთე კომენტარები.ვიმუშავე პროექტის გეგმაზე და განვაახლე ინფორმაცია დისკზე.მომეწონა ყველაფერი. ეს დღე საინტერესო იყო.მინდა უფრო სისტემატური იყოს მსგავსი ტრენინგები და გრძელდებოდეს 2-3 საათი.

воскресенье, 28 февраля 2016 г.

მეხუთე დღე

დღეს კიდევ ერთჯერ დავხვაწე გეგმა.გავეცანი საავტორო უფლებებს და მათი დაცვით გადმოვწერე ინფორმაცია.ვისწავლე პრეზენტაციის გაფორმება,დიაგრამების ჩასმა, სმარტ არტ-ის ჩასმა, ვიდეოს ჩასმა. ვისწავლე ვიდეოს ჩამოტვირთვა  youtube-დან.გავეცანი დოკუმენტების გაზიარებას და შევავსე ელ -ცხრილი.მომეწონა პრეზენტაციის გაფორმება და მინდა გამოვიყენო შემდეგში.

суббота, 27 февраля 2016 г.

მეოთხე დღე


დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე,დავხვეწე სტანდარტები და მიზნები კითხვები შევუთავსე მიზნებს.შევიმუშავე შეფასების დროის ჩარჩო ასევე განვაახლე ინფორმაცია დისკზე.გავეცანი ეფექტური პრეზენტზციის მოთხოვნებს, შევქმენი პრეზენტაცია და ჩავაშენე ბლოგზე. მომეწონა ყველაფერი განსაკუთრებით სლაიდების შექმნა.









воскресенье, 21 февраля 2016 г.

მესამე დღე

დღეს  მოვნახე და გადმოვწერე სტანდარტები, მოვარგე ჩემს პროექტის გეგმას.ასევე 21 საუკუნის უნარ -ჩვევები შევიმუშავე და ესეც მივუსადაგე ჩემს გეგმას. გავეცანი საკვანძო კითხვებს, განვაახლე ინფორმაცია დისკზე.მომეწონა საკვანძო კითხვებზე მუშაობა.აღმოვაჩინე რომ საკვანძო კითხვებზე მუშაობა უფრო შედეგის მომცემია და ვფიქრობ გამოვიყენებ მას შემდგომ მუშაობაში.

воскресенье, 14 февраля 2016 г.

2 დღე

დღეს გავეცანი  კონკიას  რესურსებს, მის მახასიათებლებს.ვისწავლე ბროშურის შექმნა, სურათების ეფექტიანად მოძებნა-გადმოწერა. დავიწყე პროექტის გეგმის წერა.,მომეწონა ბროშურის შექმნა სასწავლო პროცესში.აღმოვაჩინე რომ პროექტით სწავლება შეუძლებელი არ ყოფილა და გადავწყვიტე გამოვიყენო ჩემს მუშაობაში.

суббота, 13 февраля 2016 г.

პირველი დღე

გავეცანი პროექტებით სწავლებას.მომეწონა ძალიან,გავიგე ბევრი სიახლე,გავიხსენე დავიწყებული, ვისწავლე ახალი. ვფიქრობ მომავალ მუშაობაში გამომადგება აქ მიღებული ცოდნა.ჩემი გაკვეთილები  იმედი მაქვს ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო  გახდება ჩემი მოსწავლეებისთვის.