воскресенье, 13 марта 2016 г.

მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღეც როგორც  წინა დღეები  საინტერესო და ნაყოფიერი იყო.კიდევ ერთჯერ გადავამოწმე და დავხვეწე ჩემი გეგმა.წარვადგინე პროექტი, მოვისმინე თეთრი და შავი პიარი გამოვაქვეყნე ჩემი პროექტი.სხვებსაც მივეცი რეკომენდაციები და შენიშვნები.ტრენინგი საინტერესო იყო. ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში  უფრო საინტერესო ყოფილა ვიდრე მეგონა.ვურჩევ  მასწავლებლებს გაიარონ ეს ტრენინგი და მიღებული ცოდნა დანერგონ პრაქტიკაში. ვისურვებდი მსგავსი ტრენინგები  უფრო ბევრჯერ გაიმართოს.
გიხდით მადლობას დახმარებისა და სწავლებისათვის.

суббота, 12 марта 2016 г.

მერვე დღე

დღეს ისევ დავხვეწე პროექტის გეგმა.განვიხილე სტრატეგიების განხორციელება,გავინაწილეთ  თეთრი და შავი პიარის  ფუნქციები.კიდევ ერთხელ განვიხილე პროექტის შეფასების ფუნქციები.გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო.მომეწონა ყველაფერი განსაკუთრებით თეთრი და შავი პიარის ფუნქციების განაწილება.

воскресенье, 6 марта 2016 г.

მეშვიდე დღე

დღეს  კიდვ ერთხელ დავხვეწე  ჩემი პროექტის  გეგმა. გავეცანი სხვადასხვა პროექტების ნიმუშებს.გავაანალიზე თვითრეგულირების  ხელშემწყობი ფაქტორები .განვიხილე დიფერენცირებული  სწავლების მეთოდები.გავეცანი  ბლუმის ტაქსონომიასა და გარდნერის  მატრიცას.შევიმუშავე  სსსმ მოსწავლის სასწავლო გეგმა. ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

суббота, 5 марта 2016 г.

მეექვსე დღე

დღეს  გავეცანი შეფასების სტრატეგიებს, განვიხილე ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში. გავწერე შეფასების რეზიუმე,დავიწყე შეფასების რუბრიკების შექმნა-ჯგუფური-თვითშეფასება.გავაკეთე კომენტარები.ვიმუშავე პროექტის გეგმაზე და განვაახლე ინფორმაცია დისკზე.მომეწონა ყველაფერი. ეს დღე საინტერესო იყო.მინდა უფრო სისტემატური იყოს მსგავსი ტრენინგები და გრძელდებოდეს 2-3 საათი.